თეგებით ძიება

ხატია დეკანოიძე: კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა რისკი

 პარლამენტში „ევროოპტიმისტების” ჯგუფის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რითაც გამოეხმაურა 5 მოსამართლის მიერ “ვეტინგის სისტემის” მხარდაჭერას.

“კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება შეეხოს ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერების ტესტს. პირველ ეტაპზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანიდან რომ გათავისუფლდეს, აქედან დაწყება, კეთილსინდისიერების და ქონების დადასტურების ტესტის ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მოსამართლეებს, ვინც მხარს უჭერს ამ სისტემას, ღიად ემუქრება უკვე “ქართული ოცნება”. მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო მოსამართლეებს ძალიან მძიმე გზავნილს უგზავნიან, რაც გულისხმობს იმას, რომ “ქართული ოცნება” აკონტროლებს სასამართლო სისტემას”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 არსებული ცნობით, ხუთი მოსამართლე - მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა