ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ მომენტისთვის დაშავებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა.
დღეს რუსეთმა ოდესას "ისკანდერის" 2 რაკეტით შეუტია. რაკეტების გასროლა დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მოხდა.