თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია 18 მარტს ჩამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.

ამასთან, ილია თოფურია 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 18 თებერვალს გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა