თეგებით ძიება

"სვის კაპიტალის" საცავი გაქურდეს - წაღებულია ფული და ლომბარდში ჩაბარებული ძვირფასეულობა

"სვის კაპიტალის" საცავი გაქურდეს. საფინანსო ორგანიზაციის დიღმის ფილიალში რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას შეიჭრნენ.  "მთავარი არხის" ინფორმაციით, წაღებულია მომხმარებლების მიერ ლომბარდში ჩაბარებული ძვირფასეულობა და ფული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ საქმის გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული.

 

გომელაურის უწყება უპასუხოდ ტოვებს კითხვას, ყავს თუ არა გამოძიებას დამნაშავე იდენტიფიცირებული და რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით.  

"მთავარ არხის" ინფორმაციით, დამნაშავე "სვის კაპიტალში" კორპუსის სარდაფიდან შევიდა.

უცნობია, რა რაოდენობის ოქრო და ფულია წაღებული. უცნობია ისიც, დააფიქსირა თუ არა ქურდობის ფაქტი მიკროსაფინანსოს სამეთვალყურეო კამერებმა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა