თეგებით ძიება

ჩინეთში ქალმა კუდიანი ბავშვი გააჩინა (ვიდეო)

ჩინეთში ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც 10 სანტიმეტრიანი კუდი აქვს.  ამის შესახებ Metro წერს.

ჩინელმა პედიატრმა ლიმ იშვიათი შემთხვევის კადრები ინტერნეტში გაავრცელა. მან საზოგადოებას ახალშობილის 10 სანტიმეტრიანი კუდის მსგავსი წარმონაქმნი აჩვენა და დასძინა, რომ ანომალია შეიძლება ნაყოფის განვითარებაში მომხდარი დარღვევის შედეგი იყოს. ექიმმა ასევე იეჭვა, რომ ბავშვს ე.წ. მიბმული ტვინის სინდრომი აქვს. ეს არისდარღვევა, რომლის დროსაც ზურგის ტვინი მიმდებარე ქსოვილებთან "მიბმულია", რის შედეგადაც მოძრაობა შეზღუდულია. მოგვიანებით ჩატარებულმა სკანირებამ პედიატრის ეჭვები დაადასტურა.

ნახეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა