თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო
საბურთალოს რაიონში ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15/03 21:00-დან 16/03 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ონიაშვილის ქ. N 61-87(კენტებს), 64-80(ლუწებს) , ბუდაპეშტის N13-29(კენტებს) 14-30(ლუწებს), ლვოვის N 81-97 (კენტებს), ვაზისუბნის (ისაკაძის) N 79-139(კენტებს)78-138(ლუწებს), ბუდაპეშტის 1-ლი შესახვევი. მეგრელაძის ქუჩას, დელისის ყველა ქუჩას (ჯებაშვილის) ,ზალდასტანიშვილების, ვ.ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქ N 1 -47(კენტებს),N 2-32 (ლუწებს) და ნადარეიშვილის ქუჩას.