ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა (ვიდეო)
ხონში, დევნილთა დასახლებაში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.
"მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა.
დაჭრილი ქალი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებული კაცი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მივიდა და ყოფილ მეუღლესთან საუბარი სურდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სიდედრმა უარი განუცხადა, მან თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა.
როგორც მეზობლები ამბობენ, კაცმა სანადირო თოფიდან მათი კარის მიმართულებითაც ისროლა.
სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.