ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ონლაინ მისცა
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც 17 მარტს დასრულდება. რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ონლაინ მისცა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ონლაინ ხმის მიცემა წელს პირველად დაუშვეს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას აკრიტიკებენ.