„მომისმინე, შენ გეუბნები.. დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას, ძალიან ცუდად დაამთავრებ“ – ზურა სიხარულიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე აქტიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტებს ნარკოტიკის უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით და ამჯერად, ვიდეომიმართვითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს ადამიანებს თავი დაანებონ წამლის მოხმარებას, რადგან ამით საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.
„მომისმინე.. შენ გეუბნები. ახლა ტელეფონი, რომ გაქვს და „სქროლავ“ ბოტებზე, სად დევს „ზაკლადკა“.
დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას.. კარგისკენ არაფრისკენ არ მიგიყვანს. აუცილებლად ძალიან ცუდად დაამთავრებ.
მითხარი, რატომ აკეთებ ამას? რა შეიცვლება მაგით? ერთი დღე „მოიხოდები“? და რომ „მოიხოდები“ რას იზამ? დადგები ბირჟაზე და მოჰყვები, როგორ „მოიხოდე“ და როგორ აიღე წამალი?
რა შეიცვლება ამით შენს ცხოვრებაში იმის გარდა, რომ გაამწარებ შენს თავს, შენს ოჯახს და ბოლოს რით დამთავრდება? იმით, რომ შეიძლება თავი მოიკლა, შეიძლება ფსიქიატრიულში აღმოჩნდე, ან ზედოზირება მოგივიდეს და დაიღუპო საკუთარი თავი.
გონს მოდი, დაანებე თავი.. უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. დადე ტელეფონი, წაშალე Telegram და დაამთავრე, არაფერი მოგივა.. არ მოკვდები ნამდვილად..“, – აცხადებს ზურა სიხარულიძე.