Tia.ge-ის კვლევა: საქართველოში დასაქმებულები საშუალოდ კვირაში 47 საათს ატარებენ სამსახურში
საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-მ სოციალური კვლევა ჩაატარა. გამოკითხულებს ვთხოვეთ გაეზიარებინათ საკუთარი სამუშაო გრაფიკი. შედეგად:
- დასაქმებულთა 40% სამსახურში კვირაში 45-დან 50 საათამდე ატარებს. კვირაში 5 დღე, თვეში ორჯერ მე-6 დღეც ან მე-6 მოკლე დღის სახით. სამუშაო საათების რაოდენობა საშუალოდ 42.5 საათია კვირაში, სამსახურში კი 47 საათს ატარებენ შესვენებების ჩათვლით.
- დასაქმებულთა 30% კვირაში 35-40 სამუშაო საათი მუშაობს.
- 15% კვირაში 35 საათზე ნაკლებს მუშაობს.
- ხოლო 15% კვირაში 50 საათზე მეტს ატარებს სამსახურში ანუ კვირაში 45 საათზე მეტს მუშაობს.
მათი უმეტესობა ვინც კვირაში 40 სამუშაო საათზე მეტადაა დატვირთული აცხადებს, რომ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არ იღებს. დასაქმებულთა 55% კვირაში 40 სამუშაო საათზე მეტს მუშაობს.
ცნობისთვის, ევროკავშირში დასაქმებულთა საშუალო სამუშაო საათები კვირაში 36 საათია.