თეგებით ძიება

წინასწარი ცნობით, მექსიკა-ამერიკის საზღვართან ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა - საელჩო მათ ადგილსამყოფელს არკვევს

მექსიკა-ამერიკის საზღვრიდან  ნარკოკარტელმა 120 ადამიანი გაიტაცა, გავრცელებული ცნობით, აქედან 30 ქართველია. შემთხვევა 13 მარტს მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს Newshub.ge ავრცელებს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით“, - ამბობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. 

გატაცების შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააგებინეს. 

„ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ... შეიძლება ცოტა ხანში ტელეფონი ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას... იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ ესპანურად 2 სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ“, - წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ოჯახის წევრს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა