ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გემით ომის დაწყებიდან პირველად ჩაიტანეს
ჰამას-ისრაელის ომის დაწყებიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება საზღვაო ტრანსპორტით პირველად ჩაიტანეს - 200 ტონა საკვები უკვე ხმელეთზეა გადატვირთული.
გემი, რომელიც კვიპროსის პორტიდან გავიდა, ისრაელის ოფიციალურმა პირებმაც შეამოწმეს.
ჰუმანიტარული მისიის მხარდამჭერი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, სახელწოდებით World Central Kitchen, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთად მოქმედებდა.
BBC-ის ცნობით, გემი ღაზაში დახმარების მისაწოდებლად ახალი საზღვაო მარშრუტის საცდელი პროცესის ფარგლებში გააგზავნეს, რომელიც შესაძლოა საჰაერო და სახმელეთო გზებით მიწოდებაზე ეფექტური გამოდგეს.