თეგებით ძიება
16. 03. 2024 სპორტი

საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე ილია თოფურია დინამოზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს

21 მარტს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია თოფურია საქართველოს პრემიერპ მინისტრის მოწვევით საქართველოში 18 მარტს ჩამოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი 18:30 საათზე დაეშვება


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა