„ბევრი დამკვირვებელი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი ვიხილოთ“ - ლევან ლორთქიფანიძე
„ბევრი დამკვირვებელი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი ვიხილოთ“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრააობა“ გადალახავს ბარიერს, რაც რათქმაუნდა ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ მიზნებს ერთპარტიულად მართონ ქვეყანა კიდევ ერთი ვადით. თუმცა 7 თვე საკმაოდ დიდი დროა... კიდევ არსებობს 3 პოლიტიკური პარტია - „ლელო“, გახარიას და მელია/გვარამიას პარტიები, რომელთაც აუცილებლად ექნებათ შანსი 5%-ს მიუახლოვდენ და გადალახონ კიდეც“, -აცხადებს ლევან ლორთფიფანიძე.
ის ასევე საუბრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას ეს პატარა პარტიები.
„მელია/გვარამიას პარტია უფრო წარმატებული იქნება თუ შემოიერთებს ყოფილ ნაციონალებს, მაგალითად: ხოშტარიას „დროა“, ჯაფარიძის „გირჩი“. მელია და გვარამია ერთმანეთს გააძლიერებენ, თუ ბარიერს გადალახავენ სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოღებული ხმებით. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ და ამავე პარტიის მთავარმა პროპაგანდისტმა ე.წ. „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმები მიიზიდონ“, - აცხადებს პოლიტოლოგი და დასძენს: „არ მგონია გვარამია/მელიას ჰქონდეთ რაიმე გრანდიოზული პოლიტიკური გეგმები, მათი მთავარი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ ფენებში უფრო ძლიერი გავლენები მოიპოვონ, შესაძლოა, ეს შეთანხმებული იყოს მიშასთან.
„ქართული ოცნება“ ნებისმიერ შემთხვევაში საარჩევნოდ გამოიყენებს მთელს ადმინისტრაციულ რესურს, დარაზმავს ბიზნესმენებს მხარდასაჭერად, რადგან მათ ძალიან მცირე ჰყავთ ბაზისური ამომრჩეველი. „ქართული ოცნება“ დღეს მხოლოდ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსზე დგას“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
პოლიტოლოგმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არა წინასაარჩევნოდ, არამედ საკუთარი ინტერესების გამო დაბრუნდა.
„ივანიშვილი არაოფიციალურად, ფაქტობრივად სანქცირებულია, ამიტომ სჭირდება ფორმალური სტატუსი, რადგან საერთაშორისო ასპარეზე უფრო დაცული იყოს. ბევრი დამკვირვებელი იმასაც არ გამორიცხავს, რომ იგი შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატაც კი ვიხილოთ. მისი ამოცანაა საერთაშორისო შეზღუდვეებისგან თავის დაცვა“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
„მე გამიხარდებოდა მეხილა კოალიციური მთავრობა „ქართულ ოცნებასა“ და გახარიას გუნდს შორის, ეს კარგი იქნებოდა, თუმცა კოალიციური ხელისუფლების შანსები ამ ეტაპზე ძალიან მცირეა“, - დასძენს ის.
ესაუბრა გიორგი აბულაძე