ადიგენში, ქრისტიანულ და მუსლიმ მხარეებს შორის, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ადიგენში, ქრისტიანულ და მუსლიმ მხარეებს შორის, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კონფლიქტის გამწვავებისა და დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, სასულიერო პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პარასკევს მრევლის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა.
ზარზმის მონასტრის წინამძღვრის განცხადებით, მუსლიმი თემის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის წარმოშობილი კონფლიქტი პროვოკაციას ეფუძნება და მას კავშირი არ აქვს ტრადიციული ისლამის დევნასთან.
არქიმანდრიტის განმარტებით, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მართლმადიდებელ და მუსლიმ მორწმუნეებს შორის მშვიდობა სუფევდა, თუმცა 8 მარტს წარმოშობილი კონფლიქტი ადიგენში მეჩეთის მოწყობასთან დაკავშირებით, მაცხოვრებლების არაინფორმირებულობამ განაპირობა.