აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.