გერი 20 წლიანი სექსუალური შევიწროების უმძიმეს დანაშაულს იხსენებს - მოძალადე მამინაცვალი
თბილისში, მამინაცვალი გერს სექსუალურად ორი ათეული წლის განმავლობაში ავიწროებდა. გარყვნილ ქმედებას კაცი გერის მიმართ იმ დროიდან ჩადიოდა, როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ამბავს ამძიმებს ისიც რომ სექსუალურად მამინაცვალი გერს სისტემატურად ავიწროებდა მეორე შვილის თანდასწრებით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სექსუალური შევიწროება გერის სრულწლოვანებამდე გაგრძელდა. მამინაცვალი იმდენად გავლენიანი იყო რომ უკვე ძალადობის მსხვერპლ ქალს ამბავს არავინ უჯერებდა. მეტიც, კაცს სამსახურმა ადვოკატიც კი უქირავა. მოძალადე ახლა ციხეშია, მას 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა არა სექსუალური, არამედ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება-გამოყენება-შენახვისა და ოჯახში ძალადობისთვის. მოძალადე დანაშაულს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 2022 წელს გამოცხადდა, ის საპატიმროს სამ წელში დატოვებს.
უფლებადამცველები საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გზავნიან.