თეგებით ძიება

საგარეო უწყების ინფორმაციით, ინფორმაცია, თითქოს კრიმინალურმა დაჯგუფებამ მექსიკაში ქართველების ჯგუფი გაიტაცა, არ დასტურდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს კრიმინალურმა დაჯგუფებამ მექსიკაში ქართველების ჯგუფი გაიტაცა, არ დასტურდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან ერთად მოიკვლიეს.

მათივე ინფორმაციით, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც მათი ახლობლების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით მექსიკაში საქართველოს საელჩოს მიმართეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა, რომლებიც, მექსიკის გავლით, აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა