ისლანდიაში ვულკანის ამოიფრქვიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის პოლიციამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე ამოფრქვევაა. ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ. ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
კვლავ დაიხურა ისლანდიაში ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნა“, რომელი ვულკანის მახლობლად მდებარეობს.