თეგებით ძიება

მექსიკაში გატაცებულ საქართველოს 30-მდე მოქალაქეს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ

ტყვეობის მეოთხე დღე მექსიკაში - საქართველოს 30-მდე მოქალაქე ამ დრომდე ნარკოკარტელის ტყვეობაშია. სარდაფში დატუსაღებულ ადამიანებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, თუმცა უცნობია, როდის გამოუშვებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკანონო პატიმრობიდან. საქმეში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც.

ტვ პირველის ინფორმაციით, საქართველოს დატყვევებული მოქალაქეები ვიდეოკადრებს ავრცელებენ, სადაც ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და იმედოვნებენ, რომ მალე თავისუფლებაზე იქნებიან. 

მალე გაგვიშვებენ სულყველას, ყველაფერი არის კარგად, - ამბობენ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეები. 

მექსიკური ნარკოკარტელი საქართველოს მოქალაქეების სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვს. "პირველების" ინფორმაციით, აღნიშნულ თანხას უკვე დღეს მიაწვდიან და დღის ბოლომდე ტყვეების გათავისუფლება მოხდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მიმართულებით მოხდება მათი გაშვება.

საშიშ გზაზე ამერიკაში მყოფი იურისტები ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებს გზაზე არსებული ხიფათის შესახებ არ აფრთხილებენ, ამიტომ ისინი ნარკოკარტელების ხელშ ხვდებიან.

უამრავი არაკეთილსინდისიერი გადამყვანი არსებობს, რომელიც თანამშრომლობს კარტერთან, პოლიციასთან. ამის შემდეგ ხდება დაგეგმილი გატაცებები, ოჯახი გამოსასყიდის სახით უხდის ამ გადამყვანს თანხას ან ხდება ხოლმე, როდესაც სასაზღვრო ქალაქში ჩაფრინდებიან, თითქმის ბოლო ეტაპზე რომ არიან, აეროპორტიდან გამოსვლისთანახე ხდება მათი დაკავება, რაც კი ქეში აქვთ ართმევენ, თუ ქეში არ აქვთ, გადაჰყავთ დროებითი დაკავების იზოლატორში, შემდეგ თანხას ურიცხავენ ოჯახის წევრები გადამყვანს და შემდეგ ხდება ადამიანების გათავისუფლება, - ამბობენ იურისტები.  

შეგახსენებთ, რომ არალეგალური გზით ამერიკისკენ მიმავალ 120-მდე ხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მექსიკის საზღვირდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა