თეგებით ძიება

“საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” - მექსიკის საზღვარზე მყოფი ქართველი

მექსიკის საზღვარზე საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ისაუბრა, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს.

მისი ინფორმაციით, საზღვარზე მყოფი ქართველები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით კი, სიცრუეა.

„ყველაფერი, რაც ტელევიზიებში გავრცელდა სიცრუეა. ჩვენ კარგად ვართ. არ გვინდა უკან დაბრუნება. გვინდა გზის გაგრძელება წინ. არ გვაქვს არანაირი პრობლემა და არანაირად არ ვართ საფრთხეში“, - განაცხადა მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა.

„ზუსტ ინფორმაციას გაწვდით, რომ იქ გატაცებული არავინ არ არის. იქ არიან საქართველოს მოქალაქეები, უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრია ორი. გადადიოდნენ მექსიკაში და შეჩერდნენ უბრალოდ რაღაც მონაკვეთში, გზა აღარ გააგრძელეს. ახლაც გვაქვს ჩვენ სატელეფონო კავშირი ჩვეულებრივ და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. იქ გასული რეპორტაჟიდან, არაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს. არის სრული სიცრუე, თავიდან ბოლომდე“, - აღნიშნა მექსიკაში მყოფი ერთ-ერთი ქართველის დედამ „ქრონიკასთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა