თეგებით ძიება
17. 03. 2024 მსოფლიო

"​​​​​​​მოგიწოდებთ, შეწყვიტო ეს ცირკი...შენ დიდი ხნის წინ დაკარგე ლეგიტიმურობა" - პროუკრაინული რუსული ჯგუფები პუტინს მიმართავენ

პროუკრაინულმა სამხედრო ჯგუფებმა, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ციმბირის ბატალიონმა და ლეგიონმა "თავისუფალი რუსეთი" ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ისინი ვლადიმირ პუტინს ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისკენ მოუწოდებენ.

"ვლადიმერ პუტინო, მთელი მსოფლიო რამდენიმე დღეა თვალს ადევნებს თუ როგორ გადაიქცა რუსული ქალაქი ბელგოროდისა და კურსკის ოლქები აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონად. ამავდროულად, შენს მიერ მართული ადმინისტრაცია ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ხელს უშლის. ამასთან დაკავშირებით შენი ამბიციების გამო იტანჯებიან და იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები.

მოგიწოდებთ შეწყვიტო ეს ცირკი, იფიქრო რუსეთის უდანაშაულო მოქალაქეებზე და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ევაკუაციის უფლება მისცე. შენი არჩევნები დიდი ხანია ფარსად იქცა. შეწყვიტე ბომბებისა და საარტილერიო ჭურვების ქვეშ საარჩევნო უბნებზე გამართულ შენს სპექტაკლში უდანაშაულო ადამიანების გამოყენება. შენ დიდი ხნის წინ დაკარგე შენი ლეგიტიმურობა და დღესდღეობით საარჩევნო პროცესის ხილვადობაც კი გამქრალია. ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთს სჭირდება სასწრაფო და რეალური ცვლილებები," - აცხადებს რუსული სამხედრო ჯგუფების სპიკერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა