“გომბორა მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითს გვაძლევს!“ - რა ფოტოს აქვეყნებს პრეზიდენტი?
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კასტრაცია ჩაუტარდა და წერს, რომ ძაღლების უკონტროლო გამრავლების შესაწყვეტად კასტრაცია აუცილებელია.
“გომბორა მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითს გვაძლევს! კასტრაცია აუცილებელია, ძაღლების უკონტროლო გამრავლება ქალაქში რომ შეწყდეს… სახლში მოვიდა, ისვენებს!” - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ზურაბიშვილმა ძაღლი რამდენიმე წლის წინ გომბორის გზიდან შეიფარა და სახელადაც „გომბორა“ დაარქვა.
