თეგებით ძიება
17. 03. 2024 მსოფლიო

უკრაინელი ქალი 30 წელი დეკრეტულ შვებულებაშია

47 წლის უკრაინელმა ქალმა ცოტა ხნის წინ მე-19 შვილი გააჩინა. სვეტლანას თქმით, ის 30 წელია დეკრეტულ შვებულებაშია.

ის და მისი ქმარი  ყოველთვის ბევრ შვილზე ოცნებობდნენ და ოცნება აისრულეს. რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ოჯახის რჩენა ძალიან რთულია, თუმცა მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

უფროს და უმცროს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 27 წელია. უფროსი შვილები მშობლებს სახლის საქმეებში ეხმარებიან. ზოგი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მალე თავადაც მრავალშვილიანი მშობელი გახდება. 

ოჯახი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, მაგრამ მისი წევრები შრომობენ და ბედს არ უჩივიან. სვეტლანა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ღმერთს სურს. 

ამ ადამიანებისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი სიხარულის თუ განსაცდელის დროს ერთმანეთს მხარში უდგანან, მომავალს ერთად ქმნიან და ბედნიერები არიან. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა