შეწყვიტოს შეიარაღების მიწოდება, რომლითაც ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე შეწყვიტოს ტერორიზმის დაფინანსება - ზახაროვა მაკრონს პასუხობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიადის დროს რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.
მარია ზახაროვა მაკრონს სთავაზობს, შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება.
„გამოვდივარ მაკრონთან საპასუხო შეთავაზებით: შეწყვიტოს შეიარაღების მიწოდება, რომლითაც ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე შეწყვიტოს ტერორიზმის დაფინანსება“, – განაცხადა მან „რია ნოვისტისთან“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთი აპირებს, რუსეთს ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვოს.