თეგებით ძიება
17. 03. 2024 მსოფლიო

ასე სწრაფად დაგავიწყდათ 7 ოქტომბერი, ასეთი ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? - ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვა

უკვე დაგავიწყდათ 7 ოქტომბერი?, – ამ სიტყვებით მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საერთაშორისო საზოგადოებას.

ნეთანიაჰუს თქმით, ისინი, ვისაც ომის შეჩერება სურს, ამას აკეთებს „თავდაცვის ძალების, ისრაელის მთავრობისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წაყენებით, ცდილობენ, ჩაატარონ არჩევნები ახლა, ომის დროს“.

„ასეთი ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაგავიწყდათ 7 ოქტომბერი, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა? ასეთ მოკლე დროში მზად ხართ, უარყოთ ისრაელის უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ურჩხულებისგან? ასე სწრაფად დაკარგეთ მორალური სინდისი?“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა საერთაშორისო ზეწოლა არა ისრაელზე, არამედ „ჰამასსა“ და ირანზე.

„არავითარი საერთაშორისო ზეწოლა არ შეგვიშლის ხელს ომის ყველა მიზნის განხორციელებაში: „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის. ჩვენ არ დავთმობთ და არ მოვექცევით ზეწოლის ქვეშ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ მოხდება, მანამდე ამტკიცებდნენ, რომ ისრაელი არ შევიდოდა ღაზაში, არ ჩაატარებდა სამხედრო ოპერაციას ხან იუნისში და არ განაახლებდა საბრძოლო მოქმედებებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისინი ცდებიან.

„ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰში ფრთხილად იმოქმედებენ. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება და ეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა