თეგებით ძიება

ჩინელ ქალს 2 წლის განმავლობაში ყურსასმენებით ეძინა და სმენა დაკარგა

ჩინეთში ქალმა დაკარგა სმენა მას შემდეგ, რაც ორი წლის განმავლობაში ყურსასმენებით იძინებდა, წერს Oddity Central.

ჩინელი ქალის თქმით, სხვანაირად ვერ იძინებდა. ქალმა, გვარად ვანგმა, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები შენიშნა. ამიტომ საავადმყოფოში წავიდა ყურების შესამოწმებლად. საფუძვლიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს ჰქონდა მარცხენა ყურის სმენის შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანება.

ექიმმა ქალს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა და დიდი ხნის განმავლობაში იყო თუ არა მაღალი ხმის ზემოქმედების ქვეშ. ვანგმა უპასუხა, რომ ორი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს მხოლოდ ყურსასმენებით უსმენდა მუსიკას.

„როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი, მიყვარდა მუსიკაზე დაძინება. ასე გაგრძელდა ორი წელი, უკვე ჩვევად იქცა“, - ამბობს ჩინელი ქალი. ექიმებმა დაამატეს, რომ ვანგს სმენის დაქვეითების კომპენსირება სმენის აპარატით შეუძლია. სპეციალისტები ხალხს ურჩევენ, არ მიჰბაძონ მის მაგალითს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა