გახსოვდეთ, რომ ბაიდენი ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხეა და ამის უმთავრესი მიზეზი მისი არაკომპეტენტურობაა - ტრამპი
დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯო ბაიდენის კრიტიკას განაგრძობს. დეტროიტში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ექსპრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერი პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. ტრამპმა მომხრეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„გახსოვდეთ, რომ ბაიდენი ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხეა და ამის უმთავრესი მიზეზი მისი არაკომპეტენტურობაა. ის იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოყენებით ოპონენტის, ანუ ჩემს პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. თუ ჩვენ ამ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ოდესმე კიდევ ჩატარდება“, - განაცხადა ტრამპმა.