ბელგოროდში აფეთქებების ხმა ისმის - დაბომბვებს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ბელგოროდში აფეთქებები და განგაში გრძელდება. რუსული გამოცემის, BAZA ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ხუთშაბათიდან მოყოლებული, ბელგოროდში, დაბომბვების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 33 დაშავდა.
ბელგოროდის რაიონში რეგულარულად ისმის სარაკეტო თავდასხმის ხმა და განგაშის სიგნალი. სავაჭრო ცენტრები, კოლეჯები და სკოლები მიმდინარე კვირაშიც დაკეტილი იყო, მაგრამ სწავლა დისტანციურად გრძელდებოდა.