თეგებით ძიება
17. 03. 2024 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ოდესაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადაიფიქრა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ოდესაში ვიზიტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო იერიშის საფრთხის გამო გააუქმა, – ამის შესახებ გამოცემა „სანდი თაიმსი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, დაზვერვის მხრიდან რუსეთის ფედერაციის რეალური სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილების შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შეპსი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ოდესაში ვიზიტი.

მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ოდესაში ვიზიტის დროს რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

„პუტინმა გვაჩვენა, როგორი უგუნური, დაუნდობელი და დაუფიქრებელია იმით, რომ მიუახლოვდა ორი დასავლელი ლიდერის მკვლელობას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო განზრახ თუ შემთხვევით“, – განაცხადა შეპსმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა