თეგებით ძიება

„მე დავკარგე ცხოვრების მასწავლებელი“ - დათო ლიკლიკაძე სამწუხარო ამბავს ავრცელებს

ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე ეხმაურება.

„გამოთქმა -„მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს. შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების ამბავმა. ის ბევრისთვის იყო გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე. მე დავკარგე მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი, რომელიც სკოლის შემდეგაც ჩემი მეგობარი იყო.

ტკივილს მგვრის ეს ამბავი ახლა სამშობლოდან შორს და ჩემი ფიქრებით ქუთაისში ვარ.

ჩემი ფიქრებით შენთან ვარ ძვირფასო გეგი ნემსიწვერიძე და კარგო ადამიანო მადონა ჯაიანი, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენს გვერდით არ ვარ.

ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს მის უკარგეს ენდი ნემსიწვერიძეს,“ – წერს დათო ლიკლიკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა