თეგებით ძიება
18. 03. 2024 მსოფლიო

სლოვენიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი ააფეთქეს

სლოვენიაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი და კიდევ ორი ფეთქებადი მოწყობილობა გაუვნებელყოფილია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი იტალიის საზღვართან ახლოს, სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს. ათკილოგრამიან ბომბს სარკინიგზო რელსებს შორის მიაგნეს. ის ადგილზე დისტანციურად ააფეთქეს. ორი ფეთქებადი მოწყობილობა კი პოლიგონზე გადაიტანეს.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის განეიტრალების დროს 400 მეტრის რადიუსით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა