მხატვარი ვახტანგ ონიანი გარდაიცვალა
94 წლის ასაკში ქართველი მოქანდაკე და გრაფიკოსი, ვახტანგ ონიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს.
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მოქანდაკის, მხატვრისა და გრაფიკოსის, ვახტანგ ონიანის გარდაცვალების გამო.
ის გახლდათ საქართველოს დამსახურებული მხატვარი. ღირსების ორდენის კავალერი (2002). არაერთგზის ოქროს მედლის მფლობელი და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი,”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.