ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ (ვიდეო)
ამ წუთებში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ ბათუმში კერძო სკოლა "პროგრესში". დაწყებულია მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაციის პროცესი. შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ტელეფონით შევიდა.
შენობა ამ დროისათვის ცარიელია. ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს.