ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილი, სადაც ელექტროენერგია ისედაც გრაფიკით მიეწოდება, დილიდან დენის გარეშეა. "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, "აჩიგვარის" ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ენერგიის გადამცემი ხაზის ერთ-ერთი ბოძი სახლს დაეცა, რის შემდეგ, სოფელ ბედიაში ერთ-ერთი სახლი მთლიანად დაიწვა.