თეგებით ძიება

“ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს” - გია ვოლსკი

“ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს – არ იმსახურებს დამცირებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანას თავმოყვარეობა აქვს, „ვეტინგის“ სისტემა არ უნდა განხორციელდეს.

„ვეტინგს“ საქართველო არ იმსახურებს და არც ის სტრუქტურა იმსახურებს, რასაც სასამართლო და მართლმსაჯულება ჰქვია. არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების ასეთ შემლახველ წინადადებასაც კი. მეორე საკითხია განხორციელდება თუ არა. არ უნდა განხორციელდეს, თუკი ქვეყანას გააჩნია თავმოყვარეობა და განსაკუთრებით, თუკი ყველა საერთაშორისო დონეზე მართლმსაჯულების სისტემა იმ რეიტინგით ფასდება, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას“, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა