თეგებით ძიება
18. 03. 2024 მსოფლიო

იტალიაში 103 წლის ქალი სიჩქარის გადაჭარბების გამო დააკავეს

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი მძღო­ლი და­ა­კა­ვა. 1920 წელს და­ბა­დე­ბულ ქალს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ვადა გა­სუ­ლი ჰქონ­და.

ღა­მით მო­რი­გე­ო­ბი­სას, პო­ლი­ცი­ამ შე­ნიშ­ნა, რომ მან­ქა­ნა სა­ეჭ­ვოდ მოძ­რა­ობ­და. გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ნა­ნახ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო: სა­ჭეს­თან პა­ტა­რა, მო­ხუ­ცი ქალი იჯდა. ბე­ბი­ას თან ერ­თა­დერ­თი სა­ბუ­თი ჰქონ­და, ვა­და­გა­სუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბა.

"ჯუ­ზე­პი­ნა მო­ლი­ნა­რი გი­ო­სე და­ი­ბა­და 1920 წელს. ის მან­ქა­ნით მი­დი­ო­და ბონ­დე­ნო­ში მე­გობ­რე­ბან შე­სახ­ვედ­რად და სიბ­ნე­ლე­ში ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გა, რის გა­მოც გზას ვე­ღარ აგ­ნებ­და," გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ამ. 

მო­ლი­ნარს ლი­ცენ­ზია ორი წლის წინ ამო­ე­წუ­რა. იტა­ლი­ა­ში 80 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის მძღო­ლებ­მა უნდა გა­ი­ა­რონ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ. ქალი პო­ლი­ცი­ამ და­ა­ჯა­რი­მა და სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა.

რო­გორც ქალ­მა ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთს გა­ნუ­ცხა­და, სა­ნამ მან­ქა­ნას და­უბ­რუ­ნე­ბენ მე­გობ­რებ­თან სტუმ­რო­ბას ვე­ლო­სი­პე­დით გეგ­მავს.

ქა­ლა­ქის მერი, ალან ფაბ­რი მი­ე­სალ­მა ქა­ლის მიდ­გო­მას ცხოვ­რე­ბი­სად­მი. "მე­დალს მივ­ცემ­დი, და არა ჯა­რი­მას“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან მან.

"ასე­თი ში­ნა­გა­ნი ძა­ლის ქონა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ არის და ეს ჩემი სი­ბე­რის იმედს მაძ­ლევს!“ - და­წე­რა მერ­მა ფე­ის­ბუქ­ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა