საგარეო საქმეთა მინისტრი მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებას უარყოფს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უარყოფს, რომ მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს და მედიას მოუწოდებს, "სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოს".
"ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები. თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ — ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია", — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.