მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო
მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. 15 მარტის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
“დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით პროგრამის – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსურის დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით”, – ვკითხულობთ განკარგულებაში.
დოკუმენტის თანახმად, თანხა 50 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გადანაწილდება.