"პუტინის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ" - სტალინის შთამომავალი ამტკიცებს, რომ პუტინი დიდი ხანია მკვდარია
ვლადიმერ პუტინი "დიდი ხანია მკვდარია" - ამტკიცებს სტალინის შვილიშვილი. იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც მჭიდროდ არის ჩართული რუსულ პოლიტიკაში, თვლის, რომ პუტინი "დიდი ალბათობით" მკვდარია და კრემლი მის ჩასანაცვლებლად მსახიობს იყენებს.
71 წლის პუტინს დიდი ხანია ადანაშაულებენ ორეულების გამოყენებაში. არსებობს ვარაუდი, რომ დიქტატორს სულ მცირე, სამი ორეული ჰყავს.
"პუტინი დიდი ხანია გაქრა და მის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ. რეალურად, 2002 წლიდან გადაღებული ფოტოები ვლადიმერ პუტინის ადრინდელ ფოტოებს საერთოდ არ ემთხვევა. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ის მკვდარია" - ამბობს იაკობ ჯუღაშვილი.
იაკობ ჯუღაშვილი სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილია. იგი 1972 წელს თბილისში დაიბადა. საშუალო განათლება მოსკოვში მიიღო. 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.
997 წელს დაამთავრა გლაზგოს ხელოვნების სკოლა ბაკალავრის ხარისხით. 2005 წლის ოქტომბერში შეუერთდა მამამისს, სამხედრო ისტორიკოსს და საბჭოთა არმიის გადამდგარ პოლკოვნიკს, ევგენი ჯუღაშვილს, ნიდერლანდებში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით "იალტა და მის ფარგლებს გარეთ". ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოკავშირეთა ორი სხვა ლიდერის, უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ რუზველტის შვილიშვილები.
იაკობ ჯუღაშვილი ამჟამად IGPR ZOV -ის მოძრაობის აქტივისტია.
წყარო: Thesun