თეგებით ძიება

წალენჯიხის მერიის თანამშრომელმა ქალაქის ცენტრში ორი ადამიანი დაჭრა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წა­ლენ­ჯი­ხის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ცივი ია­რა­ღით ორი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

ინ­ცი­დენ­ტი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე, მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი წა­ლენ­ჯი­ხის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თან მომ­ხდა­რი­დან ორ დღე­ში საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ისევ მი­ვი­და, რა­საც ამ­ჯე­რად ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლაც მოჰ­ყვა. თუმ­ცა, არა­ვინ დაჭ­რი­ლა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბის წინ არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა