თეგებით ძიება

"შეხედეთ, რა ხდება, ძალიან საშიშია" - საგანგაშო კადრები ბახტრიონის ქუჩიდან

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე გზა მთლიანად ჩავარდნილია.

აქ გადაადგილება საფრთხის შემცველია. მოქალაქეთა თქმით, ჩავარდნილი საგზაო ინფრასტრუქტურით არავინ დაინტერესებულა.

ქალაქის ცენტრალურ უბანში მოსახლეობის უსაფრთხოების ელემენტარული დარღვევაა.

საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

უკვე 5 თვეა, რაც ბახტრიონი-ფანასკერტელის ქუჩის კვეთაზე გზის საფარი გაიბზარა.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, თბილისის ცენტრალურ უბანში გადაადგილება როგორც ფეხით, ისე ავტომობილით საფრთხის შემცველია. აქ არ დგას შესაბამისი საგზაო ნიშნები.

არაერთი პროტესტის მიუხედავად, გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, გზის ჩავარდის უკან კერძო სამშენებლო კომპანია „თიზი" დგას.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ამ ადგილზე კორტებს აშენებს.

სწორედ მათ დაევალათ ფერდის გამაგრება, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 10 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება საგზაო სამუშაოები.

წყარო: „პალიტრა ვიდეო“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა