„ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.
პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა და ყრილობის დელეგატების წინაშე პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის (დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით კაჭარავა) წარდგინებით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად სოზარ სუბარი დაასახელა და სოზარ სუბარი ყრილობამ ერთხმად აირჩია.