პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ამ თანამდებობის კიდევ ერთხელ დაკავება და თქვა, რომ ჩინეთი აპირებს რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მდგრად, ჯანსაღ, სტაბილურ და სიღრმისეულ განვითარებას", იტყობინება სახელმწიფო მედია.
"თქვენი ხელახალი არჩევა არის რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის სრული დემონსტრირება" - თქვა სი ძინპინმა Xinhua News-ის ცნობით.
ჩინეთმა გააძლიერა კავშირები რუსეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კრიტიკა უკრაინაში ომის მიმართ გაძლიერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი ამზადებენ "რამდენიმე შეხვედრას" სი ძინპინსა და პუტინს შორის წელს.
რუსეთის ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავდა, პუტინი იმარჯვებს.