თეგებით ძიება
18. 03. 2024 მსოფლიო

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისის მდგომარეობით, აშშ-ში, სულ მცირე, 68 მასობრივი სროლა დაფიქსირდა - CNN

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისის მდგომარეობით, ქვეყანაში, სულ მცირე, 68 მასობრივი სროლა დაფიქსირდა.

CNN-ი მასობრივ სროლას განსაზღვრავს, როგორც სროლას, რომელსაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანია ემსხვერპლა.

ტელეკომპანია ABC News-ი იუწყება, რომ აშშ-ში გასულ კვირას მკვლელობების რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა სხვადასხვა შტატში, კერძოდ, ფლორიდაში, პენსილვანიაში, ასევე ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში.

პენსილვანიის შტატში მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა, მათ შორის მისი 13 წლის და. ქალაქის პოლიციის უფროსის , ნელსონ უიტნის თქმით, ანდრე გორდონმა თავდასხმა AR-15 ტიპის იარაღით განახორციელა.

ოლქის პროკურორმა, ჯენიფერ შორნმა განაცხადა, რომ გორდონმა, რომელიც მართავდა მოპარულ მანქანას, სახლში იარაღის გასროლის შედეგად მოკლა 52 წლის დედინაცვალი კარენ გორდონი, 13 წლის და კერა გორდონი და 25 წლის ტეილორ დანიელი, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

ფლორიდის შტატში, კვირას ღამით ჯექსონვილის სანაპიროზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ეჭვმიტანილს დღემდე ეძებენ, მკვლელობის მოტივი და მიზანი უცნობია. საგამოძიებო ორგანოები მოუწოდებენ ფიზიკურ პირებს თანამშროლობისკენ, თუ ისინი ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით.

ქალაქ ვაშინგტონში სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი კი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, სროლა 17 მარტს დაახლოებით ღამის 3 საათზე, კენედის რეკრეაციულ ცენტრთან მოხდა. ეჭვმიტანილი მიიმალა. პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, გამომძიებლები ეძებენ ფერადკანიან მამაკაცს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის დანაშაულებრივი სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ვაშინგტონში 274 მკვლელობა მოხდა, რაც 2022 წელთან შედარებით 35%-ით მეტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა