კახეთში ავარიას სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში, 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, შირაქის ქუჩაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი მართავდა, მოცურდა და ბოძს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.