ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ალიევმა პუტინს წარმატება უსურვა საპრეზიდენტო საქმიანობაში, ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა აზერბიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის.
სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კვლავაც გაძლიერდება.
რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, საარჩევნო ოქმების ასი პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ხმების 87.28 პროცენტი აქვს.