თეგებით ძიება
18. 03. 2024 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელიც მონაწილეობდა, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრმა აღნიშნული ნაბიჯისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფა და ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომაც გამოაცხადა.

„ევროკავშირი თავის ვალდებულებებს ასრულებს. უკრაინის დახმარების ფონდი ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდის დახმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას ყველა საშუალებით იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა