პუტინმა არჩევნებში ხმების ნახევარი გააყალბა - Новая газета Европа
ოპოზიციური გამოცემა Новая газета Европа აცხადებს, რომ რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ხმების დაახლოებით ნახევარი გაყალბებებით მიიღო. ხმები მათემატიკოს სერგეი შპილკინის მეთოდით დაითვალეს, რის შედეგადაც მივიდნენ დასკვნამდე რომ მინიმუმ 31.6 მლნ. ხმა პუტინმა მიითვისა, რაც მისი ოფიციალური შედეგის ნახევარია. ეს მეთოდი აჩვენებს, რამდენი ხმა დაემატა გამარჯვებულს ბიულეტენების ჩაყრისა და საბოლოო ოქმების გადაწერის გამო. ამისათვის სხვადასხვა კანდიდატის ხმების განაწილება შედარებულია კონკრეტულ უბანზე აქტივობასთან.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბების მასშტაბები რეკორდული იყო. ამასთან, გამოცემა ეყრდნობოდა ოფიციალურ რიცხვებს, რომლის სიზუსტის შემოწმებაც შეუძლებელია.
ცნობისთვის, რუსეთის ცესკო-მ განაცხადა, რომ ბიულეტენების 100% დამუშავების შემდეგ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო.