გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობს
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკმა განაცხადა რომ "რუსებს საპრეზიდენტო არჩევნებზე არჩევანი არ ჰქონდათ".
"საარჩევნო პროცესი არა მხოლოდ აჩვენებს პუტინის უგუნურ ქცევას საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ეწინააღმდეგება გაეროს ნორმებს. ე.წ. "არჩევნები" უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს." - განაცხადა მან.
აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ რუსული "არჩევნები" არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა პუტინი საბჭოთა დიქტატორ სტალინს შეადარა.